სასტუმრო ბიოგრაფი არის თანამედროვე, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ორთაჭალაში, რომელიც მოიცავს 103 ნომერს და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და სტუმრებზე ორიენტირებული მომსახურებით. ვეძებთ გამოცდილ, ლიდერულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს Concierge / Guest Relations-ის პოზიციაზე.
გარდა ამისა, სასტუმრო Biography სულ მალე გარდაიქმნება Spark by Hilton-ად (pre-opening), რაც თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ გარემოსა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.
ძირითადი მოვალეობები
- სტუმართა კმაყოფილების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა
- VIP სტუმრების მიღება და მათი მომსახურების პროცესის კოორდინაცია
- სტუმართა გამოხმაურებების მონიტორინგი და ეფექტური რეაგირება
- პრობლემური სიტუაციების მართვა და ოპერატიული გადაწყვეტა
- მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება
- ფრონტ ოფისისა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია
- საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების დაცვა და დანერგვა
კანდიდატის პროფილი
- სასტუმროს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მსგავს პოზიციაზე)
- ძლიერი კომუნიკაციური და ლიდერული უნარები
- სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობა
- პრობლემების მართვისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: tamara.nodia@hilton.com