თანხმობა პერსონალური მონცემების დამუშავებაზე
ვადასტურებ, რომ გავეცანი წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსს, რომელიც არის გასაგები და მისაღები. ამასთან, ვადასტურებ, რომ წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ჩემთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. თანხმობას ვაცხადებ შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან წარიმართოს წინამდებარე დოკუმენტში მითითებული წესით, მათ შორის, შრომის ხელშეკრულების და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერა/დადასტურება მოვახდინო ელექტრონული წესით (და არა სველი ხელმოწერით) და სმს შეტყობინებით/ელექტრონულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდეს ჩემი ინფორმირება შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
თანხმობას ვაცხადებ, რომ ჩემი პერსონალური ინფორმაცია (სახელი-გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალქეობა, საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი) გაზიარებული/ატვირთული იყოს და დამუშავებულ იქნას შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე. ვაცნობიერებ, რომ ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთულ მონაცემებზე/დოკუმენტებზე წვდომა, საჭიროების შესაბამისად, ექნება შპს „სელფ ჯის“, რომელიც ჩემი დამსაქმებლის მითითების შესაბამისად უზრუნველყოფს დამსაქმებლის წვდომას თავის მიერ შექმნილი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაზე.