მიმტანი

სასტუმრო ბიოგრაფი არის თანამედროვე, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ორთაჭალაში, რომელიც მოიცავს 103 ნომერს და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და სტუმრებზე ორიენტირებული მომსახურებით. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ენერგიულ და სტუმართმოყვარე თანამშრომლებს მიმტანის პოზიციაზე.

გარდა ამისა, სასტუმრო Biography სულ მალე გარდაიქმნება Spark by Hilton-ად (pre-opening), რაც თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ გარემოსა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

ძირითადი მოვალეობები

  • სტუმრების პროფესიონალურად და მეგობრულად მომსახურება
  • შეკვეთების მიღება და სწორად გადაცემა
  • საკვებისა და სასმელების სერვირება სტანდარტების შესაბამისად
  • სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა
  • სტუმრების მოთხოვნებისა და შეკითხვების დროული მართვა
  • მაღალი ხარისხის სტუმართმოყვარეობის უზრუნველყოფა
  • რესტორნისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა

კანდიდატის პროფილი

  • სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში, განსაკუთრებით სასტუმროს ან რესტორნის მიმართულებით
  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: tamara.nodia@hilton.com

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<